1SPORT

1SPORT

დანა უაითმა განმარტა, იქნება თუ არა ჯო როგანი UFC 249-ზე

დანა უაითმა განმარტა, იქნება თუ არა ჯო როგანი UFC 249-ზე

შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომენტატორი ჯო როგანი UFC 249-ზე იმუშავებს. 
ჯო როგანმა თავისივე პოდკასტის ერთ-ერთ წინა ეპიზოდში თქვა, რომ მოახლოებულ ღონისძიებაზე არ იმუშავებდა, რადგან უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. 
როგანის ამ კომენტარის შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებდა. ამგვარად, უკვე მეხუთედ ჩაიშალა დაღესტნელისა და ამერიკელი ტონი ფერგიუსონის ორთაბრძოლა. შემდეგ, როგანმა იუმორისტ ჯოი დიასთან ერთად იხუმრა, რომ UFC 249 დაწყევლილია.
თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, დანა უაითი დარწმუნებულია, რომ ტურნირი ჯო როგანის გარეშე არ ჩატარდება.

"მას ასე არ უთქვამს. არ უნდა უსმინოთ, რას ამბობენ მედიასაშუალებები. მათ უბრალოდ პოდკასტს უსმინეს. ისინი პოდკასტში ზღაპრებს ჰყვებიან, რომლებიც სავსეა სისულელეებით. როგანი ჩვენთან იქნება", - ციტირებს დანა უაითს BJ PENN.


  • ხავიერ პასტორე
  • 601