1SPORT

1SPORT

NBA 2020/21 - სეზონის დაწყების სავარაუდო თარიღი და პირობები

NBA 2020/21 - სეზონის დაწყების სავარაუდო თარიღი და პირობები

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020/21 წლებს სეზონის სტარტი 22 დეკემბერს იგეგმება. ამ დროისთვის მოთამაშეთა პროფკავშირი და ლიგა სეზონის სტარტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ და როგორც ჩანს, სწორედ ამ ვარიანტისკენ იხრებიან.

ალტერნატიული ვარიანტის თანახმად კი, NBA 2021 წლის 18 იანვარს უნდა დაიწყოს, რეგულარული სეზონი კი 60 მატჩისგან შედგება. ლიგაში ვარაუდობენ, რომ ასეთ შემთხვევაში გუნდები და მოთამაშეები მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალას ნახავენ. როგორც წესი, შობის კვირეულს ლიგისთვის ასობით მილიონი დოლარი მოაქვს.

თუკი სეზონი 22 დეკემბერს დაიწყება, 1-ელი დეკემბრიდან საწვრთნელი ბანაკი გაიხსნება, რომელიც სამ კვირას გასტანს. თითოეული გუნდი 3 ან 4 წინასასეზონო მატჩს გამართავს. რაც შეეხება რეგულარულ სეზონს, ის 72-მატჩიანი იქნება და მაისის შუაში დასრულდება, პლეი ოფი კი სტარტს მაისის მეორე ნახევრიდან აიღებს. ფინალური სერია ივლისის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს. "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ჩატარება მარტის დასაწყისში იგეგმება.
  • errora12
  • 47