1SPORT

1SPORT

ლენოქს ლუისმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა და ის ტაისონი არ არის

ლენოქს ლუისმა კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა და ის ტაისონი არ არის

ჰოლიფილდი ლენოქსის აზრით ყველაზე რთული მეტოქე იყო'ერთადერთი მოკრივეა, ვინც 24 რაუნდი გამიძლო' - ამბობს ლენოქსიროგორც ბრიტანელი ამბობს ყველაზე რთული ჩხუბი რეი მერსერთან ჰქონდა
კრივის ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი - ლენოქს ლუისი ამბობს, რომ მის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე არც ვლადიმერ კლიჩკო ყოფილა და არც მაიკ ტაისონი, ლენოქსის აზრით ის ამერიკელი - ევანდერ ჰოლიფილდი იყო.
ბრიტანელი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონია, ვინც ოთხივე ქამარს ფლობდა, მოგეხსენებათ მის თანამემამულეს - ენტონი ჯოშუას WBC ქამარი ჯერ არ აქვს მოგებული, რომელსაც დეონტეი უაილდერის დამარცხების შემდეგ ტაისონ ფიური ფლობს.
ლენოქსმა და ჰოლიფილდმა ორჯერ იჩხუბეს 1999 წლის მარტში და ნოემბერში. პირველი ჩხუბი ფრედ დასრულდა და ლენოქსი ფიქრობს, რომ მოგება მაშინ მსაჯებმა წაართვეს, თუმცა რემატჩი ბრიტანელ-იამაიკელმა სუფთად მოიგო.
"ხალხს უკვირს, როდესაც ყველა ძლიერ ოპონენტად ჰოლიფილდს ვასახელებთ, თუმცა ეს ყველაზე რთულ მატჩში არ აგერიოთ, რომელიც რეი მერსერთან მქონდა. ჰოლიფილდი ჩემნაირი მოკრივე იყო, მოყვარულებში შესანიშნავი რეკორდი, მას მთელი კარიერა ეხმარებოდა."
"მოკრივე 8 წლის ასაკში გახდა და 1984 წელს ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა. სანამ მძიმეწონაში ამოვიდოდა, მანამდე უმცროს-მძიმეწონაში დივიზიონი მოასუფთავა და ამ დივიზიონის ალბათ ყველა დროის ყველაზე დიდი მოკრივეა."
"მან იცის, რომ ორივე რაუნდი მოვუგე, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ის ერთადერთი მოკრივეა, ვინც 24 რაუნდი გამიძლო. - ამბობს ლენოქს ლუისი. მაიკ ტასიონთან ჩხუბის შესახებ, ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ტაისონი უკვე ასაკში იყო და ფორმა დაკარგული ჰქონდა.
  • ხავიერ პასტორე
  • 530