1SPORT

1SPORT

დანა უაითმა განმარტა, რატომ გადაიდო UFC 249

დანა უაითმა განმარტა, რატომ გადაიდო UFC 249

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 19 აპრილისთვის დაგეგმილი ტურნირი UFC 249 კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
ამავდროულად, გადაიდო UFC-ის ყველა მოახლოებული ტურნირი. ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა: 

"დღეს ESPN-ის ყველაზე მაღალი დონიდან დამირეკეს და მთხოვეს, რომ ეს ტურნირი არ ჩაგვეტარებინა. ჩვენ გასაოცარი ურთიერთობა გვაქვს ESPN-თან. ამიტომაც, როცა ისინი რეკავენ და მთხოვენ, რომ რამე არ გავაკეთო, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ამას და არ ვაკეთებ. 
ეს იყო ბრძოლა პირველივე დღიდან. პანდემიის გამო შეუსვენებლად ვიბრძოდით დღე და ღამე, რათა ღონისძიება 19 აპრილს შემდგარიყო.
მინდა ჩემს მებრძოლებსაც მივმართო... არ ინერვიულოთ ფინანსურ ნაწილზე. კონტრაქტის მიხედვით ბრძოლებს მაინც მიიღებთ. ყველაფერს სწორად გავაკეთებ ადამიანებისთვის, რომლებიც მომდევნო უიკენდებზე იბრძოლებენ", - ციტირებს დანა უაითს ESPN.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, UFC 249 ბრუკლინში უნდა გამართულიყო, მაგრამ ნიუ იორკის სპორტულმა კომისიამ უარი თქვა ღონისძიებაზე. თუმცა, დანა უაითმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ტურნირებს კერძო კუნძულებზე ჩაატარებდა.
ტურნირის მთავარი ბრძოლა ორი ამერიკელის, ჯასტინ გეიჯისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირებით უნდა გამართულიყო - მსუბუქ წონაში დროებითი ქამრისთვის. 
  • ხავიერ პასტორე
  • 805