1SPORT

1SPORT

კორონავირუსის გამო UFC 249 გადაიდო

კორონავირუსის გამო UFC 249 გადაიდო

19 აპრილისთვის დაგეგმილი ტურნირი UFC 249 კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე ESPN-ის ჟურნალისტმა ბრეკ ოკამოტომ დაწერა.
ამავდროულად, გადაიდო UFC-ის ყველა მოახლოებული ტურნირი. ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაითის თქმით, ის მზად იყო, COVID-19-ის მიუხედავად, უზრუნველყო მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილი ბრძოლების ჩასატარებლად, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, UFC 249 ბრუკლინში უნდა გამართულიყო, მაგრამ ნიუ იორკის სპორტულმა კომისიამ უარი თქვა ღონისძიებაზე. თუმცა, დანა უაითმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ტურნირებს კერძო კუნძულებზე ჩაატარებდა.
ტურნირის მთავარი ბრძოლა ორი ამერიკელის, ჯასტინ გეიჯისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირებით უნდა გამართულიყო - მსუბუქ წონაში დროებითი ქამრისთვის. 


  • ხავიერ პასტორე
  • 646