1SPORT

1SPORT

ფეხბურთის ქარიზმატული ღმერთი - მარადონა 10

ფეხბურთის ქარიზმატული ღმერთი - მარადონა 10

მარადონა უდიდესი ფეხბურთელი იყო, თუმცა საზოგადოებისთვის თავი მხოლოდ კარგ კონტექსტში არ დაუმახსოვრებია. მას აზრის დაფიქსირება არასდროს რცხვენოდა და  მისი ბიოგრაფიიდან საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ 


ნარკოტიკებთან პრობლემა


«მაშინ არავინ ვიყავი, მხოლოდ ზომბი. კარიერის განმავლობაში ნარკოტიკებს ვიღებდი, თუმცა ეს სტიმულირებისთვის არასდროს ყოფილა. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კოკაინს ეს შეუძლია — ამის შესახებ არაფერი გაეგება. თუ კოკაინს იმისთვის იღებ, რომ ფეხბურთი ითამაშო, ეს არ გამოგივა. ის ცხოვრებაშიც და მოედანზეც ყველაფერს უაზრობად აქცევს»

არგენტინელმა, 2006 წელს, ნარკოტიკებთან პირველი შეხება გაიხსენა

«პირველად ნარკოტიკი, ევროპაში, 1982 წელს გავსინჯე, მხოლოდ 22 წლის ვიყავი. მაშინ ამან თავი ცოცხალ ადამიანად მაგრძნობინა. ეს პრობლემა არ იყო, ნარკოტიკები ყველგან ეყარა და ყველა ამას აკეთებდა. 

ერთხელ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, სააბაზანოში შევედი. უცებ დალმამ [მარადონას დედა] კარებზე დააკაკუნა. შემეშინდა. როდესაც ადამიანს ნარკოტიკი მიღებული აქვს, ამას მათ თვალებში ყოველთვის ვკითხულობ. ვიცი, რომ ამის გაკეთებას არასდროს არავის პატიობენ»

როცა ჟურნალისტს თოფს უმიზნებდა

მარადოს ჟურნალისტებთან ყოველთვის პრობლემა ჰქონდა. როდესაც ის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დოპინგ ტესტზე ჩავარდა, ჟურნალისტმა სახლთან მიაკითხა, მარადონამ კი მის წინააღმდეგ პნევმატური იარაღი გამოიყენა.


2013 წელს, სხვა ჟურნალისტი მის სახლთან მივიდა, დიეგომ კი ქვების სროლა დაუწყო და იქიდან გააგდო

«როდესაც მის სახლთან სურათს ვიღებდით, მარადონამ გინება დაგვიწყო» — უთხრა ფოტოგრაფმა El Mundo-ს — «ჩვენ არ შევიმჩნიეთ და გავაგრძელეთ, ამან სულ გააგიჟა, ქვების სროლა დაგვიწყო. ჩემი კოლეგა შეშინებული გაიქცა»

მარადონა და ჩხუბი

1984 წელს, როდესაც ის ბარსელონაში თამაშობდა, კოპა დელ რეის ფინალში ჯგუფური ჩხუბი წამოიწყო. დიეგოს წინააღმდეგ ატლეტიკის ფეხბურთელმა, მიგელ ანხელ სოლამ იუხეშა, დიეგომაც არ დააყოვნა და პასუხი გასცა. არგენტინელს 3 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ მას სხვა გეგმები ჰქონდა და ნაპოლიში წავიდა. 

მარადონა ყველას წინააღმდეგ

დიეგოს მესი ძალიან უყვარს, თუმცა მის კრიტიკას არასდროს ერიდებოდა

«მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ლიდერი არ არის. მისგან ღმერთი არ უნდა შევქმნათ. ლიდერი ვერ იქნება, როდესაც შეხვედრამდე ტუალეტში 20-ჯერ გადის»

«კრიშტიანუ? მას გოლები გააქვს და შემდეგ შამპუნს ყიდის»

«მესი თუ კრიშტიანუ? — მინდა რონალდუ არგენტინელი იყოს, თუმცა მისი მსგავსი უკვე გვყავდა — ბატისტუტა.  მესი უფრო მომწონს»

პოლიტიკაზე

«ჯორჯ ბუში მკვლელია, მირჩევნია ფიდელთან [კასტრო] ვიმეგობრო»

«დონალდ ტრამპი ნამდვილი თოჯინაა»

პელეზე

«ნეიმარი მესიზე უკეთესი ფეხბურთელია? ჩანს, პელემ არასწორი აბი დალია. უთხარით მას, რომ მუზეუმში დაბრუნდეს»

«ასაკი შენზე გავლენას ახდენს. აგერ, პელეს შეხედეთ, ბოლო 20 წელია არაფერი გაუკეთებია, მას სუპერმარკეტშიც ვერ ნახავთ, მხოლოდ ფიფას პრეზიდენტის უკან დგას და თოჯინასავით გამოიყურება»

არგენტინაზე

«არგენტინულ ფეხბურთს რა ეშველება? ფედერაციას ბომბი უნდა ესროლო და ყველაფერი ახლიდან დაიწყო»

«სამპაოლის პასი რომ მისცე, ბურთს ხელით დაგიბრუნებს»

«სამპაოლის ნამცხვრიდან ყველას წილი შეხვდა. მას კოპიუტერები აქვს, დრონები, 14 ასისტენტი ჰყავს, მაგრამ ნაკრებში შედეგი არ ჩანს»

«[დანიელ] პასარელას იმის გაგება უჭირს, რომ არგენტინული ფეხბურთის ისტორია გრძელმა თმებმა შექმნა»

«არ მინდა ფილოსოფოსი გავხდე, ასეთი ხორხე ვალდანოა და ბევრს იტყუება»

«[ჰუგო] გატისთვის ორი გოლის გატანა გადავწყვიტე, შემდეგ, როცა პუტკუნა დამიძახა — ოთხი გავუტანე»

ბექჰემზე

«ბექჰემი Spice Girl-ით (ჯგუფი, სადაც ვიქტორია ბექჰემი მღეროდა) არის დაკავებული, თუმცა, ხადანხან დროს ფეხბურთისთვისაც პოულობს»

რამოსზე

«რამოსს ნუ გააგიჟებთ. დიეგო გოდინზე უკეთესი დღეს არავინაა»


ნამდვილად, ფეხბურთს უნდა ჰყავდეს ქარიზმატული ღმერთი…

  • ენცო ფრანჩესკოლი
  • 703