1SPORT

1SPORT

ტოპ ჩემპიონატები - ვინ იწყებს და ვინ არა...

ტოპ ჩემპიონატები - ვინ იწყებს და ვინ არა...

ბოლო ოცწლეულში, მსოფლიოში ეპიდემიები და პანდემიები ყოფილა, თუმცა სპორტისთვის ისეთი ზიანი არც ერთს მოუტანია, როგორც კოვიდ 19-ს. გავიხსენოთ ყველა მათგანი.
2002 წლის ნოემბერში, ჩინეთში, ატიპური პნევმონია აფეთქდა. ის 37 ქვეყანაში გავრცელდა, 8437 ადამიანი დაინფიცირდა, 813 კი გარდაიცვალა.
 
2013 წლის თებერვალში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში ფრინველის გრიპი დაფიქსირდა. ის, 2003 წლიდან 2013 წლამდე მსოფლიო 15 ქვეყანას მოედო, სულ 649 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან კი 384 ლეტალურად დასრულდა.
 
2009 წელს, 41 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, რომელსაც ღორის გრიპი ეწოდა. პირველად ის მექსიკაში აღმოაჩინეს, შემდეგ კი მთელ მსოფლიოს მოედო. საერთო ჯამში, 414 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა. 
 
2014 წელს იყო ებოლას ვირუსი, რომელიც ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემია აღმოჩნდა. ძირითადად, ის აფრიკაში გავრცელდა, ისეთ ქვეყნებში, როგორებიც: ლიბერია, ნიგერია, სიერა-ლეონე და სენეგალი არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ამ ვირუსის სიკვდილიანობა 90%-ს აღწევს. მის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
 
2019 წელს, ჩინეთში, კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 200 000-ზე მეტია. 
 
ნიდერლანდები
 
 
ევროპის წამყვან ჩემპიონატებს შორის, ნიდერლანდების ჩემპიონატი ჯერ ერთადერთია, რომლმაც ასპარეზობა შეწყვიტა. ამ ქვეყანაში 2019-2020 წელს ჩემპიონი არ გამოვლინდება და ევროთასებზე გუნდები მიმდინარე პოზიციების მიხედვით ითამაშებენ. ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: "პანდემიის გავრცელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ადამიანები სტადიონზე შეიკრიბებიან თუ ერთმანეთთან სახლში" - მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, სოციალური დისტანცირება ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.


გერმანია
 
 
იგეგმება, რომ ბუნდესლიგა 9 მაისს უნდა დაიწყოს, თუმცა, განახლების თარიღი აქამდეც დაუთქვამთ და შემდეგ შეუცვლათ. გერმანულ გამოცემის, შპიგელს ინფორმაციით, ამ ქვეყნის შრომის სამინისტრომ დოკუმენტი შეიმუშავა, რომელშიც სიფრთხილის ზომებია მითითებული, მაგალითად:
 

1)  ყველა მოთამაშე, მწვრთნელი, სამედიცინო ჯგუფის წევრი და ის ადამიანები, ვისაც მათთან კონტაქტი ექნება, სეზონის ბოლომდე კარანტინში უნდა იყვნენ. მაგალითად, გამოსადეგად ჩაითვლება დიდი სასტუმრო, სადაც დაბინავებული მხოლოდ ეს ხალხი იქნება.
 

2) ფეხბურთელებმა და მსაჯებმა დამცავი ნიღბები უნდა ატარონ, რომელიც სპორტისთვის სათანადოდ იქნება მოდიფიცირებული, თანაც სამედიცინო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ნიღაბი მოთამაშეს ისე უნდა ერგებოდეს, რომ სუნთქვაში ხელს არ უშლიდეს და შეტაკებებში შესვლა თავისუფლად შეეძლოს. 
 

3) თუ რომელიმე ფეხბურთელი დამცავ ნიღაბს მოიხსნის, თამაში შეჩერდება. აღსანიშნავია, ფიზიკური დატვირთვის პირობებში, თითოეული ნიღაბი დაახლოებით 15 წუთს ძლებს და ამ დროის შემდეგ ის უნდა შეიცვალოს. 
 

4) აიკრძალება არასაფეხბურთო კონტაქტი, მაგალითად - გოლის აღნიშვნა...
 

ასევე, აღსანიშნია, რომ გერმანიის პოლიცია ბუნდესლიგის გაგრძელების წინააღმდეგია. 
 

თუ განახლდა, რა თქმა უნდა, მაყურებლები თამაშებს ვერ დაესწრებიან.
 

ესპანეთი
 

მართალია ლა ლიგის ხელმძღვანელობას ძალიან სურს ფეხბურთელები მოედნებს დაუბრუნდნენ და ამისთვის სწრაფი ტესტებიც შეიძინეს, თუმცა ამის წინააღმდეგი როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე კლუბები არიან. ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ტესტირება დაბლოკა და გუნდებს სავარჯიშოდ გასვლის უფლება არ მისცა. 
 

"ფეხბურთი წინ ძალიან სწრაფად მიდის" 
- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
 
ლა ლიგის განახლების მთავარი წინააღმდეგი კი ბარსელონაა. როგორც Sport.es-მა დაწერა, ბარსელონას კიდევ 6 კლუბი მიემხრო. 
 

ინგლისი
 

ლა ლიგის ხელმძღვანელობის მსგავსად, ჩემპიონატის განახლების სურვილი პრემიერლიგის ხელმძღვანელობასაც აქვს. პრობლემები რაც სხვა ქვეყნებშია აქაც იგივეა, თუმცა გაერთიანებულმა სამეფომ თავის თავზე ეს კიდევ უფრო მტკივნეულად მიიღო: ბორის ჯონსონი (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი), თავდაპირველად, კოვიდ 19-ს სერიოზულ ვირუსად არ აღიქვამდა და ცდილობდა გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრება ჩვეულ ტემპში გაგრძელებულიყო. დღევანდელი მონაცემებით, ევროპაში ყველაზე ცუდი მონაცემები დღეს სწორედ ამ სახელმწიფოშია. 
 

კუნძულზე ფეხბურთი თუ განახლდება, მაყურებლებს სტადიონზე არ დაუშვებენ. საუბარი მიმდინარეობს, რომ თამაშები უფასო არხებზე გადაიცემა, რადგან ადამიანებმა ერთმანეთის სახლში მიმოსვლა არ დაიწყონ. ეს კლუბებს უფრო დიდ ზარალში ჩააგდებს, რადგან ტრანსილაციების ფული უკან დასაბრუნებელი ექნებათ. 
 

იტალია
 

სერია ა-ს სავარაუდო განახლების თარიღად მაისის ბოლო დასახელდა. სიტუაციის სიმძიმეზე ციფრებით მოწმობს, ევროპაში ხომ ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ აპენინის ნახევარკუნძულზე დაიღუპა. ქვეყანაში მდგომარეობა ახლა შედარებით სტაბილურადაა, თუმცა მომავალში მოვლენები როგორ განვითარდება არავინ იცის. ჩემპიონატი თუ განახლდება, რა თქმა უნდა, ის ცარიელი ტრიბუნების თვალწინ ჩაივლის. 
 

საფრანგეთი
 

ლიგა 1 ისე მოიქცევა, როგორც ევროპის სხვა ჩემპიონატები. საფრანგეთმა ეპიდემიის აფეთქება საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა და ახლა სიფრთხილის ყველა ზომა მიიღო.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს. მაგალითად, ავსტრიაში ვარჯიში უკვე 1 კვირაა განახლდა და ჩემპიონატის განახლებას 20 მაისს გეგმავენ. ეს ყველაფერი ლიდერსპორტთან საუბარში ოთარ კიტეიშვილმაც დაგვიდასტურა. 
 

პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, მოვლენების განვითარების ბევრი სცენარი არსებობს და გამორიცხული არაფერია.
  • ხავიერ პასტორე
  • 535