1SPORT

1SPORT

დი მარია დეპრესიაშია

დი მარია დეპრესიაშია

ლიგა 1 ევროპაში ერთ-ერთი პირველი ჩემპიონატია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. პსჟ კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი და აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.
 
როგორც ჩანს ჩემპიონატის ნაადრევად დასრულება ანხელ დი მარიასთვის განსაკუთრებით რთული გადასატანია. La Parisen-ის ინფორმაციით, საფრანგეთში სეზონის დასრულების გამო, არგენტინელი დეპრესიაშია და უძილობა აწუხებს. მეტიც, როგორც ფეხბურთელის მეუღლემ ახლობლებს და მეგობრებს უთხრა, ანხელი ზომბივით იქცევა. 
 
კორონავირუსის გამო ფეხბურთის შეჩერებამდე დი მარია მშვენიერ ფორმაში იყო. 32 წლის შემტევმა ამ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. 
  • errora12
  • 490