1SPORT

1SPORT

სუარესს ხუთი წელია ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში არ გაუტანია

სუარესს ხუთი წელია ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში არ გაუტანია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში მადრიდის “ატლეტიკომ” მოსკოვში “ლოკომოტივთან” შედეგიანი ფრე ითამაშა.

ზემოაღნიშნული მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ლუის სუარესმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და არაერთხელ იყო გოლის გატანასთან ახლოს, თუმცა ყველა შანსი გაანიაა.

სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებელი გამოქვეყნდა – ურუგვაელ თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში ხუთი წელია გოლი არ გაუტანია. სუარესის მშრალი სერია 34 საათსა და 20 წუთს მოიცავს.
  • errora12
  • 35