1SPORT

1SPORT

პანდევის კომენტარი საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ

პანდევის კომენტარი საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანმა, გორან პანდევმა საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, მაკედონიელებმა საქართველოს 1:0 მოუგეს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 37 წლის გორან პანდევმა გაიტანა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვისაც და მთელი გუნდისთვისაც ძალიან ემოციური მომენტია. კარგი მატჩი ჩავატარეთ და ოცნება ავიხდინეთ. ბედნიერები ვართ, რომ ოცნება რეალობად ვაქციეთ. მინდოდა, რომ თანაგუნდელებს დავხმარებოდი. ამ ახალგაზრდებმა ეს წარმატება დაიმსახურეს. მშვიდად ვითამაშეთ, ეიფორიაში არ ჩავვარდნილვართ, განსაკუთრებით მეორე ნახევარში”, – ციტირებს პანდევის სიტყვებს ekipa.mk
  • errora12
  • 22