ევრო 2020-ის ყველა მონაწილე ცნობილია

12 ნოემბერს ევრო 2020-ის ყველა მონაწილე გაირკვა - პლეი ოფის 4 ფინალი გაიმართა თბილისში, ბუდაპეშტში, ბელფასტსა და ბელგრადში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურის მფლობელები გაირკვა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ეს ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა და ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ითამაშებს.
12 ნოემბერს ფინალური მატჩების გმირები გახდნენ: გორან პანდევი (ჩრდ. მაკედონია), დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი), მიხალ დურისი (სლოვაკეთი) და დევიდ მარშალი (შოტლანდია), მათ თავიანთი გუნდები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.
დანარჩენ ორ მატჩში საგზურის ბედი ძირითად დროში ვერ გადაწყდა. ჩრდილოეთ ირლანდია კუცკას გოლით აგებდა ბელფასტში, თუმცა შკრინიარმა მატჩის მიწურულს საკუთარ კარში ჩაჭრა და თამაში ძირითად დროში გადავიდა. 110-ე წუთზე მატჩის გმირი მიხალ დურისი გახდა, რომელმაც სლოვაკეთი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
