1SPORT

1SPORT

გუარდიოლა საუკეთესოდ დაასახელეს

გუარდიოლა საუკეთესოდ დაასახელეს

პრემიერლიგამ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის შემდეგ, რომელიც რუბენ დიაში გახდა, საუკეთესო მწვრთნელიც დაასახელა. არავისთვის არის გასაკვირი, რომ ინგლისის უმაღლესმა ლიგამ პეპ გვარდიოლა გამოარჩია.

პეპმა ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ შეძლო მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის ჩემპიონი გაეხადა. ესპანელი სპეციალისტის გუნდი ამ სეზონში საუცხოოდ გამოიყურებოდა. გუნდმა პრემიერლიგაში ყველაზე მეტი - 83 გოლი გაიტანა და ყველაზე ცოტა - 32 მიიღო.

პეპ გვარდიოლას გარდა, ამ ნონმინაციაზე წარდგენილები იყვნენ: ოლე გუნარ სულშერი (მანჩესტერ იუნაიტედი), მარსელო ბიელსა (ლიდსი), დევიდ მოიესი (ვესტ ჰემი) და ბრენდან როჯერსი (ლესტერი).
  • errora12
  • 177