1SPORT

1SPORT

სანიოლი ნიდერლანდებთან მატჩის წინ კომენტარს აკეთებს

სანიოლი ნიდერლანდებთან მატჩის წინ კომენტარს აკეთებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნიდერლანდებთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ მედიის შეკითხვებს უპასუხა. 
საქართველოს და ნიდერლანდების ამხანაგური მატჩი ქალაქ ენსხედეში, 6 ივნისს, 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.
 
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "კონკრეტულს არაფერს ველოდები, უფრო იმაზე ვართ კონცენტრირებული თუ, როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენ. ბევრ მოთამაშეს საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპის პირველი დღეები ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ორი დღის წინათ რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და იმედი მაქვს ხვალ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. საზაფხულო შესვენებამდე უნდა შევეცადოთ, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.

დაფაზე დაწერილი ტაქტიკა მოედანზე სხვანაირად მუშაობს, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის ნაწილია. ნიდერლანდებისა და შოტლანდიის მატჩს ვუყურე, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. გარკვეულმა სათამაშო ეპიზოდებმა და მოთამაშეებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგალითად, მემფის დეპაიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უფრო საფეხბურთო ფილოსოფიის დამსახურებაა, ვიდრე სათამაშო სისტემის.

ნიდერლანდებთან სათამაშოდ გარკვეული იდეები გვაქვს და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან. ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. თამაშის შემდეგ ვნახავთ იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა".
  • errora12
  • 495