1SPORT

1SPORT

გიორგი მიქაუტაძე სერენში ბრუნდება

გიორგი მიქაუტაძე სერენში ბრუნდება

ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია გრანადას სტუმრად დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა (1:1). ქართველმა მეკარემ ისევ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა, მაგრამ სადებიუტო მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად კარი მშრალად ვერ შეინახა.

ლა ლიგაში პირველი გოლი გიორგიმ ლუის სუარესისგან გაუშვა. კოლუმბიელი მასთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა. გიორგიმ ორი სეივიც მიითვალა, ხოლო ვალენსია წაგებას 89-ე წუთზე კარლოს სოლერმა იხსნა, რომელმაც პენალტით გაათანაბრა. მამარდაშვილის თამაში ცნობილმა ესპანურმა გამოცემა As-მა შეაფასა.

"დებიუტთან შედარებით ნაკლებად დამაჯერებელი იყო, ალბათ იმიტომ, რომ საწყის 15 წუთში გოლი გაუშვა და ამ მომენტში ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო. გამოსვლებზე ყოყმანობდა, მაგრამ ერთხელ სტანდარტულის დროს მოახერხა გუნდის გადარჩენა, როცა არცთუ ისე კარგად დაბლოკა დარტყმა, მაგრამ კარგი პოზიციის წყალობით რეაგირება დროულად მოახდინა", - წერს გამოცემა.
  • errora12
  • 66