1SPORT

1SPORT

კვარაცხელია ტოტენჰემს უახლოვდება

კვარაცხელია ტოტენჰემს უახლოვდება

ყაზანის რუბინის და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ლონდონის ტოტენჰემის ინტერესის სფეროშია. Sky Sports-ის ჟურნალისტი ლაილ ტომასი "დეზების" სატრანსფერო გეგმებზე წერს და იტყობინება, რომ ინგლისური გუნდი კვარაცხელიათი დაინტერესებულია.

თუმცა, ხვიჩა არ არის ტოტენჰემის ერთადერთი სამიზნე შეტევაში და ქართველ ფეხბურთელს კონკურენტი ჰყავს - ვულვზის ესპანელი შემტევი ადამა ტრაორე, რომელსაც ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ძალიან კარგად იცნობს.

"ტოტენჰემში იმედი აქვთ, რომ კიდევ ერთ შემტევს დაიმატებენ. აქ გუნდს ორი ვარიანტი აქვს - ხვიჩა კვარაცხელია რუბინიდან და ადამა ტრაორე ვულვზიდან. სპურსს კვარაცხელია აინტერესებს, ის 20 წლის ქართველი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ინტერესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

ამავდროულად, ტრაორე არის ფეხბურთელი, რომელიც ნუნო სანტუშის ხელმძღვანელობით ვულვზში თამაშობდა და ის ერთ-ერთი ვარიანტია, რომლის დამატებასაც კლუბი იჯარის წესით განიხილავს. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ორ კვირაში ტოტენჰემი კიდევ უფრო აქტიური იქნება. მათ ფეხბურთელების დამატება სურთ, მაგრამ ამისთვის კლუბიდან მოთამაშეები უნდა წავიდნენ, რათა გუნდმა სხვა ფეხბურთელები დაიმატოს", - წერს გავლენიანი გამოცემა.
  • errora12
  • 214