1SPORT

1SPORT

ჰალანდი ბაიერნში ?

ჰალანდი ბაიერნში ?

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონიც ამაღლებულ ნოტაზე დაიწყო, რაც მის მიმართ დაინტერესებას კიდევ უფრო ზრდის.

“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გვყავს რობერტ ლევანდოვსკის სახით. ის ჩვენთვის გოლების გარანტიაა. რობერტის ხელშეკრულების ამოწურვამდე ორი წელია დარჩენილი. ვიმედოვნებ, რომ ის კლუბში კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება.

რაც შეეხება ჰოლანდს, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. თუმცა ჩვენ ლევანდოვსკი გვყავს. უკვე ვფიქრობ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია,” – განაცხადა “ბაიერნის” პრეზიდენტმა.
  • errora12
  • 75
მსგავსი სიალხეები
რეკლამა