1SPORT

1SPORT

ბრაითვეითის მომავალი გაირკვა

ბრაითვეითის მომავალი გაირკვა

მარტინ ბრეითუეიტი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე"ბარსელონას" არ დატოვებს, - ინფორმაციას ARA-ს ჟურნალისტი ტონი პადილია ავრცელებს.
სხვა კლუბებიდან მიღებული შეთავაზებების მიუხედავად, დანიელი ფორვარდის პრიორიტეტი კატალონიურ გრანდში დარჩენაა და მისი სურვილი კლუბისთვის უკვე ცნობილია.
 
ბრეითუეიტმა ლა ლიგის პირველ ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა (2 გოლი + საგოლე გადაცემა) და გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.
 
მარტინის წასვლის შემთხვევაში ცენტრფორვარდის პოზიციაზე მისი შეცვლა 24 წლის რეი მანაის მოუწევს, რომელიც წინა სეზონში "ბარსა ბ-ში" თამაშობდა. ბრეითუეიტის დარჩენას ხელს ის ფაქტიც უწყობს, რომ მისი ანაზღაურება "ბარსელონას" მოთამაშეების უმრავლესობასთან შედარებით დაბალია. 
  • errora12
  • 94