კიდევ ერთი კონტრაქტი ბაიერნში


მიულერი ბაიერნის ძირითად გუნდში 2007 წლიდან თამაშობს. მაშინ, სარეზერვო გუნდიდან ის იურგენ კლინსმანმა დააწინაურა, თუმცა ლუი ვან გაალის ხელში გაიხსნა. მიულერმა მიუნხენურ გრანდთან ერთად ბუნდესლიგა 8-ჯერ, 5-ჯერ გერმანიის თასი და სუპერ თასი, 2013 წელს კი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.
მიმდინარე სეზონში, ტომასმა მონაწილეობა 25 შეხვედრაში მიიღო, სადაც 16 საგოლე გადაცემა შეასრულა და 5 გოლი გაიტანა.
I`m happy to extend the contract at the club of my #FCBayern #esmuellert #Müller2023 #Herzensklub #Vertragsverlängerung #MiaSanMia #ThomasMüller #Muellered2023 pic.twitter.com/bygHJ7XJXj
— Thomas Müller (@esmuellert_) April 7, 2020