1SPORT

1SPORT

"რონალდუ აფრიკელი რომ ყოფილიყო, ფეხბურთს თავს დაანებებდა"

"რონალდუ აფრიკელი რომ ყოფილიყო, ფეხბურთს თავს დაანებებდა"

ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს აფრიკელი ტიჯანი ბაბანგიდა ემახსოვრება. ის, ძირითადად, ცნობილი ჰოლანდიაში გატარებული პერიოდითაა, სადაც კარიერა ჯერ როდაში დაიწყო, შემდეგ კი აიაქსში, ვენლოსა და ვიტესში თამაშობდა. მან აფრიკელი ფეხბურთელების პრობლემებზე ისაუბრა და ისინი რონალდუს ჭრილში განიხილა
 
"ვფიქრობ, რომ ყველაფერი მენტალიტეტს უკავშირდება. ბევრი აფრიკელი, როგორც კი ფულს იშოვის, მიღწეულით კმაყოფილია. 
 
აი, რონალდუს შეხედეთ, 35 წლის ასაკშიც როგორ ფორმაში იმყოფება! ის აფრიკელი რომ ყოფილიყო, ფეხბურთის თამაშს თავს წლების წინ დაანებებდა. 
 
ფეხბურთის სათამაშოდ მთავარი სურვილია, რეკორდების დამხობისა და მემკვიდრეობის დატოვებისკენ სწრაფვა, რათა შენს კარიერაზე ხალხს სალაპარაკო დარჩეს. აფრიკელები ამაზე არ ვკონცენტრირდებით, რადგან ფეხბურთს ფულის გამო ვთამაშობთ. როდესაც რაღაც განსაზღვრულ თანხას მივიღებთ, ვგრძნობთ, რომ უკვე ყველაფერს მივაღწიეთ,"
 - თქვა ბაბანგიდამ
  • ხავიერ პასტორე
  • 813