1SPORT

1SPORT

"შაქარაშვილი სცემეს, უგონო მდგომარეობაში გადააგდეს წყალში და გაიგუდა"

"შაქარაშვილი სცემეს, უგონო მდგომარეობაში გადააგდეს წყალში და გაიგუდა"

შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის დასკვნას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ვერსია მართლდება, შაქარაშვილი სცემეს, გონი დაკარგა, უგონო მდგომარეობაში კი წყალში გადააგდეს, რის შემდეგაც გაიგუდა.

"რატომ იკაწრავთ სახეს?ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ჩემს ვერსიას-სცემეს, გონი დაკარგა, უგონო მდგომარეობაში გადააგდეს წყალში, გაიგუდა !ყურადღება მიაქციეთ პროკურატურის განცხადებას-გადაკვალიფიცირდა დანაშაული და გახდა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა !ველოდები პასუხს კითხვაზე-ვინ მოკლა შაქარა?" - წერს ელისო კილაძე.
  • errora12
  • 2 589