1SPORT

1SPORT

დოლიძემ მოიგო - ქართველმა UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა

დოლიძემ მოიგო - ქართველმა UFC-ში მესამე გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში მეოთხედ იჩხუბა და მესამე ბრძოლა მოიგო. მისი მეტოქე 28 წლის არგენტინელი სპორტსმენი ლაურეანო სტაროპოლი იყო, რომელსაც ამ ბრძოლამდე 9 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა.

ქართველმა მებრძოლმა პირველ რაუნდში ბრძოლა კარგად გააკონტროლა და უპირატესობასაც ფლობდა. რომანის ჩხუბის სტილი სანახაობრივია, მაგრამ დოლიძემ ამჯერად არ გარისკა და ფრთხილი ტაქტიკა აირჩია. დარბაზში გიგა ჭიკაძე იმყოფებოდა, რომელიც დოლიძეს მთელი ბრძოლის განმავლობაში ამხნევებდა და რჩევებს აძლევდა.

მეორე რაუნდში მებრძოლებმა ერთმანეთს რამდენიმე დარტყმა გაუტარეს, მაგრამ დოლიძე აქაც უპირატესობას ფლობდა. რომანი ბრძოლას ისე აკონტროლებდა, რომ სტაროპოლს შანსს არ აძლევდა, თუმცა არგენტინელმა პირველ რაუნდზე უკეთ იჩხუბა.

მესამე რაუნდში დოლიძეს ისევ ჰქონდა უპირატესობა და 5 წუთი ისე გავიდა, რომ უმეტეს დროს ბრძოლას რომანი აკონტროლებდა. მსაჯების გადაწყვეტილებით დოლიძემ UFC-ში მე-3 გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ დოლიძეს არცერთი რაუნდი არ წაუგია.

მსაჯების გადაწყვეტილება: 30:27, 30:27, 30:27
  • errora12
  • 200