1SPORT

1SPORT

ლეგენდარულმა ფრანგმა მორაგბეებმა კორონავირუსი დაამარცხეს

ლეგენდარულმა ფრანგმა მორაგბეებმა კორონავირუსი დაამარცხეს

ლეგენდარულმა ფრანგმა მორაგბეებმა – ტიერი დუსატუარმა და სებასტიენ ჩაბალმა კორონავირუსი დაამარცხეს. “ლე ბლეს” სახელოვანი კაპიტნის მტკიცებით, მას საკმაოდ გაუმართლა და მსოფლიოში მძვინვარე COVID-19 მარტივად დაამარცხა.
ტიერი დუსატუარმა და სებასტიენ ჩაბალმა ფრანგულ ტელეარხ Canal+-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ კორონავირუსით გასულ თვეს დაინფიცირდნენ და დაავადებას თვითიზოლაციის პირობებში, სახლში ებრძოდნენ.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვთვლით რომ მოცემულ სიტუაციაში საკმაოდ გაგვიმართლა. მოგვიწია ორ კვირიანი თვითიზოლაციის გავლა, რომელიც საკმაოდ დამღლელი და გამომფიტავი აღმოჩნდა”, – აღნიშნა 38 წლის დუსატუარმა, რომელიც 2011 წელს საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
სებასტიენ ჩაბალმა ჩვეულ სტილში გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კორონავირუსთან 2-კვირიანი ბრძოლა არ ჰგავდა იმ ყველაფერს, რასაც ისმენს და უყურებს სხვადასხვა მედია საშუალებების მეშვეობით.
  • ხავიერ პასტორე
  • 500